понедельник, 7 ноября 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

      ტრენინგის ბოლო დღეს წარმოვადგინეთ  პროექტების საბოლოო ვარიანტები. კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ საკუთარი პორტფოლიოები. ტრენერისგან მოვისმინეთ რამდენიმე საჭირო რჩევა ბლოგის მუდმივად განახლებასთან დაკავშირებით.
   გავიხსენე, თუ როგორ უნდა ავტვირთო ვიდეო youtube- ზე. ვისწავლე, როგორ დავდო ვიდეო youtube- დან საკუთარ ბლოგზე.
    მინდა აღვნიშნო, რომ ტრენინგი იყო საკმაოდ შრომატევადი, თუმცა  ნაყოფიერი.
ის საკითხები, რომლების თავიდან რთულად გვეჩვენებოდა, საბოლოოდ დავძლიეთ, რაც, უდაოდ, ჩვენი გულისხმიერი ტრენერის დამსახურებაა.დიდი მადლობა გიორგის მოთმინებისა და გამძლეობისათვის.
     ბოლოს გადავიღეთ სამახსოვრო ფოტო.