დღესაც, როგორც ყოველთვის, დეტალურად განვიხილეთ საშინაო დავალება.ბატონი გიორგის დახმარებით შევადარეთ მოსწავლის პრეზენტაციის ჩეკლისტი მოსწავლის პრეზენტაციის სლაიდშოუს. შევასწორეთ შეცდომები. ვისწავლე სლაიდშოუში გამოყენებული მასალის ავტორთა და ვებგვერდის მისამართის მითითება.
განვიხილეთ პროექტის გეგმა, კონკრეტულად შეფასების გეგმა და სასწავლო პროცედურები.
დავიწყეთ ფოსტაში "დისკზე" (დრაივზე) პროექტის პორტფოლიოში საჭირო ფაილების ატვირთვა. კერძოდ, "კურსის რესურსებში" ავტვირთეთ "21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები", სასწავლო პროექტის, ბუკლეტისა და პრეზენტაციის ბუკლეტების შაბლონები.
გიორგის ბლოგის რესურსებში გავეცანით შეფასებებს, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პროექტის შეფასებებში. ასევე გავეცანით პორტფოლიოს შეფასების ჩეკლისტს.
Комментариев нет:
Отправить комментарий